The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ჯავახიშვილი

Date of birth:3 September, 1911  (112 years)
Date of death:19??
Category:Playwright, Composer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1932-1935წწ. სწავლობდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში.

1935 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. ამ თეატრში მან განასახიერა როლები: ზურიკო (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ქობულა (ს. მთვარაძის "შლეგი"), ლექსო (თ. დონჟაშვილის "გამარჯვებულთა ღიმილი"), ცქიფა (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა") და სხვა; გამოდიოდა ესტრადაზეც; დაწერილი აქვს პიესები: "ჩრდილი ყვავილებზე", "ვაზისუბნელი ძმაკაცები", "უქნარა", "ქორწილი სოფელში" და სხვა, რომლებიც იდგმეობდა რესპუბლიკის სახელმწიფო და სახალხო თეატრებში. წერდა მუსიკას სიმღერებისათვის ფანდურის თანხლებით. ესენია: "ბაღში გაგიცან პირველად", "მე ამ ქვეყნად ყველა მიყვარს", "სიმღერა დედაზე", "სატრფიალო", "შორს ცისკარი რომ იღება", "სიმღერა სამშობლოზე". ავტორია მუსიკისა სიმღერებისათვის "ვეფხისა და მოყმის ბალადა". თავადაც სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.39

Awards and Honors

  • 1952 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: