The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გარიკი

ვახტანგ გარიკი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ვაჩნაძე
სხვა სახელი:არმან დოუვალი  (ფსევდონიმი)
გარრიკი  (ფსევდონიმი)
გვიდო-ფერანტი  (ფსევდონიმი)
ფიგარო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1937  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი, პუბლიცისტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

საშუალო განათლება მიიღო ჯერ სიღნაღში, შემდეგ თბილისის საკომერციო სასწავლებელში. უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, იგი გაემგზავრა მოსკოვს და შევიდა არქეოლოგიურ ინსტიტუტში. პარალელურად სწავლა დაიწყო მცირე თეატრის სტუდიაში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის მუშათა კლუბებში, როგორც მსახიობი. პირველი დადგმა იყო მისივე ინსცენირება ა. ერისთავ-ხოშტარიას რომანისა - "მოლიპულ გზაზე". 1922 წელს მიიწვიეს პროლეტკულტურის სტუდიაში რეჟისორ-პედაგოგად. 1924-1927წწ. მუშაობდა რეჟისორად პროლეტკულტურის წითელ თეატრში, სადაც განახორციელა საინტერესო დადგმები: ს. ტრეტიაკოვის "გესმის, მოსკოვო", რ. როლანის "ბასტილიის აღება", ფ. შილერის "ყაჩაღები", მოლიერის "დონ ჟუანი" და სხვა. 1928-1931წწ. მოღვაწეობდა სოხუმის ქართულ და აფხაზურ თეატრებში, სადაც მან განახორციელა შემდეგი დადგმები: ს. შანშიაშვილის "ანზორი", დ. ჩიანელის "ყარაბ და ემზარ", შ. დადიანის "კაკალ გულში", კ. კალაძის "როგორ", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ვ. აგრბას "აჯანყება ლიხნში", ს. ჭანბას "მაჰარიჯები", მ. კოვეს "ინფხა კიაგუა", დ. დარასელიას "ყრუ წარსულში", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", ფ. შილერის "ყაჩაღები" და "ფიესკოს შეთქმულება", ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" და სხვა. დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზური ეროვნული თეატრის ჩამოყალიბებაში. 1931-1933წწ. მუშაობდა თელავის თეატრში, 1933-1934წწ. ზუგდიდის თეატრში, ხოლო 1933-1937წწ. კვლავ სოხუმის თეატრში. 1915 წლიდან სისტემურად აქვეყნებდა კრიტიკული და თეორიული ხასიათის წერილებს. წერდა მოთხრობებს, პიესებს ("ერთი ცხვირის ისტორია", "წმინდა სულები"). მის მიერ განსცენიურებულია ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი" და დ. ჭონქაძის "სურამის ციხე". მანვე თარგმნა ფ. შილერის "ფიესკოს შეთქმულება", "ვერაგობა და სიყვარული", მოლიერის "დონ ჟუანი. 1929 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა მისი თეორიული ნაშრომების პირველი წიგნი - "თეატრი", 1958 წელს - მეორე წიგნი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.20; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.507; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.131

ბიბლიოგრაფია

  • თეატრი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1958. - 218გვ.

გააზიარე: