შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1983-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის ბორჯომის სამრეწველო საწარმოთა კომბინატში - რკინაბეტონის საამქროს უფროსად, საწარმოო ბაზის უფროსად; 1991 წლიდან სათავეში უდგას შპს "მშენებელს"; მისი ხელმძღვანელობით აიგო და აღდგენილ იქნა 200-მდე ობიექტი. მათ შორის სს "ბორჯომმინწყლების" ადმინისტრაციული შენობა, ქ. ახალციხის რაბათის ციხის სასტუმრო კომპლექსი, არაერთი მაღლივი საცხოვრებელი სახლი ბორჯომში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.157
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |