შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში; 1974-1975წწ. ხელმძრვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბორჯომის N12 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებას, 1976-1978წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ადგილობრივი გზების სამმართველოს ბორჯომის უბანს; 1978-1981წწ. იყო საქართველოს კპ ბორჯომის რაიკომის მშენებლობისა და მრეწველობის განყოფილების გამგე; 1981-2011წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტისა და სპორტის დეპარტამენტის ტრესტ "საქსპორტრემმშენის" ბორჯომის სამმართველოებს; 2011 წლიდან მუშაობს ბორჯომის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების საწარმოში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.157
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |