Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე გოგორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხოში, ვანის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზათა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში; მუშაობდა ფასანაურისა და ახალციხის საგზაო-საექსპლუატაციო უბნებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1946 წელს გადაიყვანეს ქლუხორის საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 1949 წელს დაინიშნა N731 საგზაო სამმართველოს უფროსად თბილისში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა საავტომობილო გზების "ფასანაური-ვლადიკავკაზის", "მესხეთ-ჯავახეთის", "ქლუხორი-წებელდის" მონაკვეთები; ასევე, შემოსასვლელ-გასასვლელი გზები თბილისში, ხიდები და სხბვა ხელოვნური ნაგებობები: დიღმის ხიდი მდ. მტკვარზე (თბილისში), ხიდები მდ. ალგეთზე, მდ. ხანდოზე და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.157 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |