The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გოგორიშვილი

ჯემალ გოგორიშვილი
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" ინჟინრად, ასევე, საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სისტემაში ინჟინერ-დამპროექტებლად, სამუშაოთა მწარმოებლად; მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების გამგედ, რესპუბლიკური გაერთიანება "საქცხოველმრეწვის" მთავარ ინჟინრად; სხვადასხვა დროს მუშაობდა ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროს რეფერენტად, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე, შემდგომ რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლმშენის", კონცერნ "საქსოფლმშენის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995 წლიდან შპს "გზის" გენერალური დირექტორია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.158


გააზიარე: