Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გოგორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" ინჟინრად, ასევე, საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სისტემაში ინჟინერ-დამპროექტებლად, სამუშაოთა მწარმოებლად; მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების გამგედ, რესპუბლიკური გაერთიანება "საქცხოველმრეწვის" მთავარ ინჟინრად; სხვადასხვა დროს მუშაობდა ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროს რეფერენტად, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე, შემდგომ რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლმშენის", კონცერნ "საქსოფლმშენის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995 წლიდან შპს "გზის" გენერალური დირექტორია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |