The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხანთაძე

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1912
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 1983  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს საოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1934 წელს.

1937 წლიდან მუშაოდა საქართველოს საოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1959-1969 წწ. იყო ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მაღლივ პირობებში ტრაქტორებისა და ავტომობილების ძრავების მუშაობისა და სამთო მიწათმოქმედების საკითხებს. მეცნიერი შიგაწვის ძრავების თეორიის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.430

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: