შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი გოგოტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: უზბეკეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობაში, რუსთავის ქიმიური კომბინატის მთავარ არქიტექტორად; 1970-1971წწ., როგორც საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარი სპეციალისტი, ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამუშაოებს, რსფსრ-ის ულიანოვსკის ოლქის ქ. ტოლიატის ავტოქარხნის მშენებლობაზე და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა; 1974-1984წწ. სათავეში ედგა ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის სამმართველოს; იყო თბილისის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს უფროსის მოადგილე; თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს პროფსაბჭოს კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს კაპმშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, რესპუბლიკური გაერთიანება "საქაგრომშენის" ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "მთავართბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1996 წლამდე; მისი უშუალო ხელმძღვანელობით თბილისში აიგო მრავალი საცხოვრებელი სახლი და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |