The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ხანთაძე

დაბადების თარიღი:5 მაისი, 1914  (109 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1939 წელს.

1946 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშ. 1961-1973 წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1973-1984 წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი, 1984 წლიდან  განყოფილების გამგე. მისი შრომები ძირითადად ეხება სამთო მიწათმოქმედების საკითხებს. მეცნიერი სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1965).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.430

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: