შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხარატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1936-1941 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის, 1943-1950 წლებში კი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1937-1938 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1937-1941 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტერში; 1943 წლიდან მუშაობდა ვ. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1947 წლიდან იყო გეოლოგიის და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე); მისი შრომები ეხება საქართველოს ნეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის საკითხებს. გეოლოგ-მინერალოგი, გეოლოგ-მინერალოგიური მეცნიერების დოქტორი (1950), პროფესორი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.435 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |