The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ათანასე ხარაბაძე

დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1966  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი 1911 წელს.

დანიშნეს ხონის სამასწავლებლო სემინარიის მასწავლებლად, შემდეგ კი დირექტორად. 1921 წლის სექტემბერში გადმოიყვანეს თბილისში და გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სახელმწიფო განათლების დარგში. იგი 25-მდე წიგნის ავტორია. პედაგოგიის მეცნიერებათა კანდიდატი(1951), მეთოდისტი, ორიგინალური მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.434

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1946 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: