The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ყალაბეგიშვილი

ალექსანდრე ყალაბეგიშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1883
გარდაცვ. თარიღი:1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია.

1898-1900 წლებში მოღვაწეობდა ნაძალადევის დრამწრეში. 1900-1902  წლებში იყო რეჟისორის თანაშემწე ავჭალის აუდიტორიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის ქართულ დასში (1902-1907 და 1914-1915 რეჟისორის თანაშემწედ და მსახიობად); ჭიათურის თეატრში (1907-1908 მსახიობად); ქუთაისში, ბალანჩივაძის დასში (1908-1912 რეჟისორის თანაშემწედ); ქუთაისში, შ. დადიანის დასში (19125-1920წწ.); თბილისის დრამატულ თეატრში (1920-1921); ბათუმის თეატრში (1928-1937 მსახიობად). ალ. ყალაბეგიშვილის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოთარბეგი, ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ზაქარია, სირაჯი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), გივი (ა. წერეთელს "პატარა კახი"), სვიმონი(დ. ერისთავის"სამშობლო"), ნიკო ბენდიაშვილი, ბაღდავაძე (პ. ირეთელის "დამარცხებულნი"), ფეოდოსი (ა. სუხოვო-კობილინის  "კრეჩინსკის ქორწინება") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.23; საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.97


გააზიარე: