The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგუაძე

გიორგი გოგუაძე
დაბადების თარიღი:1948  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში; 1971-1974წწ. მუშაობდა ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1980წწ. მივლინებით იმყოფებოდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში, სადაც მუშაობდა უფროს ინჟინრად; 1980-1985წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად და N7 სამმართველოს უფროსად; 1985-1990წწ. ხელმძრვანელობდა თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების სპეციალიზებულ სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს, 1991 წელს დაინიშნა ასოციაცია "თბილმშენის" N3 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.159


გააზიარე: