შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ სახლთხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი 1956 წელს. 1956-1957 წლებში მუშაობს სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1957 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვარამი (ა. აფხაიძის "არაგველები"), ლექსო (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), თავერა, ლიმონა(ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), ელდარი (რ. ებრალიძის, ს. დოლიძის "ჩვენ მისი უდიდებულესობა"), მონტეგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პარტყუ (ნ. წულეისკირის "თუთარჩელა"), დიმიტრი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მთქმელი (ა. გრიფიუსის "ქეთევან წამებული"), კაპიტანი ქობალავა (ალ. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), ტყის მჭრელი (გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი") და სხვა. ე. სახლთხუციშვილი გადაღებულია ფილმებში: "გალობის რაინდები" (2010), "ოქროს ობობა" (1992), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (1985), "სამი ალიყური" (1982). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.23; www.geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |