The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ სახლთხუციშვილი

ელდარ სახლთხუციშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2016  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი 1956 წელს.

1956-1957 წლებში მუშაობს სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1957 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვარამი (ა. აფხაიძის "არაგველები"), ლექსო (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), თავერა, ლიმონა(ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), ელდარი (რ. ებრალიძის, ს. დოლიძის "ჩვენ მისი უდიდებულესობა"), მონტეგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პარტყუ (ნ. წულეისკირის "თუთარჩელა"), დიმიტრი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მთქმელი (ა. გრიფიუსის "ქეთევან წამებული"), კაპიტანი ქობალავა (ალ. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), ტყის მჭრელი (გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი") და სხვა. ე. სახლთხუციშვილი გადაღებულია ფილმებში: "გალობის რაინდები" (2010), "ოქროს ობობა" (1992), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (1985), "სამი ალიყური" (1982).

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.23; www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: