The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ გონაძე

ზაურ გონაძე
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N3 და N11 სამშენებლო სამმართველოების, სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N132 სამშენებლო სამმართველოსა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოო გაერთიანების უფროსად; იყო ლილოს საშენ მასალათა კომბინატის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველი, გაერთიანება "საქმედრემმშენის" უფროსი და ამ უკანასკნელის ბაზაზე შექმნილი სს "ინტერმედის" პრეზიდენტი; მისი უშუალო მონაწილეობით სამედიცინო და სამოქალაქო ობიექტების მშენებლობაზე დაინერგა მოცულობითი ბლოკების გამოყენება და აშენდა გურჯაანისა და მარნეულის რაიონული საავადმყოფოების კომპლექსები, ფასანაურის საავადმყოფო, მცხეთის სანეპიდსადგური, საქართველოს მინისტრთა საბჭოს წყნეთის სააგარაკო კომპლექსი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნარკოლოგიური ცენტრი; ხელმძღვანელობდა მრავალსართულიანი სახლების (დიღომი), დამწვრობის ცენტრისა და სხვა სამედიცინო ობიექტების რეკონსტრუქცია-მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.160


გააზიარე: