The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალბერტ გორდაძე

ალბერტ გორდაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ("საქმთავარმონტაჟსპეცმშენის") სპეც. სამონტაჟო ტრესტ "მექანმონტაჟის" რუსთავის სამმართველოში უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, ტრესტ "მექანმონტაჟის" მმართველის მოადგილედ, ტრესტ "სპეცმონტაჟის" მმართველად; მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ქიმიური კომბინატის, ტაბახმელის ბიოკომბინატის, ხაშურის მინის ტარის, კასპის ცემენტის, გორისა და კასპის საკონსერვო ქარხნების, რესპუბლიკური საავადმყოფოს, გორის ბამბეულისა და თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატების, საცხოვრებელი სახლების, კულტსაგანმანათლებლო ობიექტების სპეცსამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.161


გააზიარე: