The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მარგველაშვილი

ნოდარ მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1987  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს.

1956 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად, შეთავსებით კი (1967) სადადგმო ნაწილის გამგედ, ხოლო 1971 წლიდან - დირექტორის მოადგილედ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძალოსანი (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ქავთარა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ყარაბო (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), ქარხნის მმართველი (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში"), ჩასუქებული ვაჭარი, ბაყბაყდევი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", "ჭინჭრაქა"), პირველი მესაფლავე (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), მათიასი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ცომიზელია (ა. სულაკაურის "სალამურა") და სხვ. ნ. მარგველაშვილი გადაღებულია კინოფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (1981), "იცოცხლე გენაცვალე"(1981), "ზღაპარი"(1980), "კაცია ადამიანი" (ლუარსაბი, 1979), "სოფლის აშიკი" (1976), "გათენების წინ" (1971), "ლონდრე" (ვაჭარი, 1966), "არდადეგებზე" (1962).

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 23-24; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: