The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ მარგველაშვილი

ნოდარ მარგველაშვილი
Date of birth:26 April, 1933
Date of death:25 March, 1987  (at 53 years)
Category:Public official, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს.

1956 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად, შეთავსებით კი (1967) სადადგმო ნაწილის გამგედ, ხოლო 1971 წლიდან - დირექტორის მოადგილედ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძალოსანი (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ქავთარა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ყარაბო (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), ქარხნის მმართველი (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში"), ჩასუქებული ვაჭარი, ბაყბაყდევი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", "ჭინჭრაქა"), პირველი მესაფლავე (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), მათიასი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ცომიზელია (ა. სულაკაურის "სალამურა") და სხვ. ნ. მარგველაშვილი გადაღებულია კინოფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (1981), "იცოცხლე გენაცვალე"(1981), "ზღაპარი"(1980), "კაცია ადამიანი" (ლუარსაბი, 1979), "სოფლის აშიკი" (1976), "გათენების წინ" (1971), "ლონდრე" (ვაჭარი, 1966), "არდადეგებზე" (1962).

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 23-24; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.54; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: