The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე სიბილა

ელენე სიბილა
ოფიციალური სახელი:ელენე მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1970  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მე-13 ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1922 წელს. 

ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრის დასში. ის მოღვაწეობდა ქუთაისის, სოხუმის, ფოთის, ჭიათურის თეატრებში, 1931 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცა (ვ. გუნიას "აღლუმი"), ელენე( ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მზევინარი (უ, ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), ბაბული, თეკლე(ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი" და "უგვირგვინო მეფენი"), ლაურა (ა. პუშკინის "ქვის სტუმარი"), ტატიანა და ქსენია (მ. ლავრენიოვის "რღვევა"), ოლგა (ა. აფინოგენოვის "მგლის ბილიკი"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ლუიზა, ანნა, კენედი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და "მარია სტიუარტი") და სხვ. ე. სიბილა მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ გადაცემებში, კინოსტუდიაში ახმოვანებდა ფილმებს. 1928-1937 წლებში შეთავსებით მუშაობდა თოჯინების თეატრში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: