The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გარსევანიშვილი

დაბადების თარიღი:1831
გარდაცვ. თარიღი:1913  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორის სასაფლაო
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში (1840-1850-იანი წლები). რელიგიურ მოღვაწეთა ცხოვრებასა და ისტორიულ თემებზე აქვეყნებდა წერილებს ("აღწერა სტამბოლის აღებისა ოსმალებისა ანუ თურქებისაგან", "უკანასკნელი დაქცევა წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა" და სხვ.). აღწერილი აქვს ქალაქი გორიც. თანამშრომლობდა ჟურნალებში: "ცისკარი" (1866-1871), "საქართველოს სასულიერო მახარებელი" (1868), "გუთნის დედა" (1865-1867). ამ უკანასკნელში დაბეჭდილი აქვს წერილი შინაური პირუტყვის მოვლასა და მკურნალობაზე. მისი ორმოქმედებიანი კომედია "ცოლები დავკარგეთ" (გამოიცია 1880) 1880-იან წლებში იდგმებოდა თბილისისა და სოფლის სცენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.563; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.31


გააზიარე: