შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინა გლობენკო-თურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. შემოქმედებითი მოღვაწეობა 1927 წელს დაიწყო თბილისის ახლად დაარსებულ მოზარდ მაყურებელთა რუსულ თატრში. ის სამართლიანად ითვლება ამ თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად ნ. მარშაკთან ერთად. 30 წელზე მეტი მოღვაწებოდა ამ თეატრში და შექმნა მრავალი საინტერესო სახე, მათ შორის აღსანიშნავია: ელიზა, ლუსი (ა. ბრუნშტეინის "ბიძია თომას ქოხი"), ირინა პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ლიდია დიმიტრიევნა (ა. ბრუნშტეინის "ცისფერი და ვარდისფერი"), არინა, აგრაფინა (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე საძრახისი არ არის", "შინაურები ვართ, მოვრიგდებით"), დედინაცვალი, ყვავი (ე. შვარცის "თხუპნია", "თოვლის დედოფალი"), მარინე (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.40; www.google.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |