The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გადილია

თენგიზ გადილია
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

 დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი და  სევასტოპოლში გავლილი სამხედრო-საზღვაო პრაქტიკის შემდეგ 1971 წელს საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, თავდაპირველად "Казбег"-ის ტიპის ტანკერ -"Киров"-ზე, რომელსაც  იმ წლებში გამოცდილი კაპიტნები რ. ჯიბლაძე და ა. გეგენავა მეთაურობდნენ. სწორედ ამ გემზე, ამ სახელოვანი ზღვაოსნების ხელში მიიღო პირველი მეზღვაურული წრთობა ახალბედა შტურმანმა, რომელიც 1978 წელს კაპიტნის ხიდურაზე უკვე უფროსი თანაშემწის რანგში იდგა. მომდევნო წლებში იყო ტანკერები - "Анаклиа" და "Захарий Палиашвили"; პარალელურად სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (НВИМУ) გემთწამყვანობის ფაკულტეტზე. 1985 წელს იმდროინდელი საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ თენგიზ გადილია შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცა. მეთაურობდა საზღვაო სანაოსნო გემებს: "Аспиндза" და "Александр Корнейчук"-ი,"Генерал Мерквиладзе" და "Василий Киквидзе", "Тбилиси" და "Paul Gilmore" და სხვ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას  და ახალგაზრდობის საზღვაო განათლების საქმეს ემსახურებოდა; მომდევნო წლებში მოუწია უცხოეთის სანაოსნო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობა და კვლავ ნაოსნობას დაუბრუნდა. 2012 წლიდან არის ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის საპასუხისმგებლო მოვალეობის შემსრულებელი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს შორეული ნაოსნობის კაპიტანთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: