შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თევდორე გარსევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა 1941 წელს; კარსნოდარის საპილოტო სასწავლებელი 1944 წელს. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრაინის I ფრონტზე. პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების, ბერლინის აღებისა და კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლების (1945) მონაწილე. მის ანგარიშზეა 74 საბრძოლო გაფრენა, ჩამოაგდო მტრის 7 თვითმფრინავი. მონაწილეობდა სამხედრო აეროდრომების მშენებლობასა და დაგეგმარებაში. კიევის მახლობლად, ბროვანში მემორიალად დგას ომში გადარჩენილი მისი საბრძოლო თვითმფრინავი. დაჯილდოებულია მრავალი მედლით და უცხოური ჯილდოებით. სამხედრო მოღვაწე. ავიაციის პოლკოვნიკი. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის ხანგრძლივობის რეკორდის მფლობელი (1967-1979). გარდაიცვალა ქ. კიევში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.563 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |