The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზეინაბ ზალდასტანიშვილი

დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:1979  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა მე-6 საშუალო სკოლა1950 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1954 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატა (დ. დობრიჩანინის "სამი ბულბულის ქ. N17"), ანა (მ. გორკის "ფსკერზე"), დონა როზა (ჩ. ბრონდონის "ჩარლის დეიდა"), ქალი (გ. აბაშიძის "მუმლი მუხასა"), თეკლა ბიჭი, ციკო (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", "სამსახიობა რაინდისა"), კატინა (აქვ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მარგარიტა ბროუდი (ა. კრონინის "ბროუდის ციხე-სიმაგრე"), ქსენია (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ვარვარა (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), ირინა პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ნადეჟდა (აკ. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), ვოლკოვა (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბაბიაკოვა (ბუკოვაჩანის "მამლის ყოვილამდე") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: