Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გეგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ახლანდელი სენაკის რაიონი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე კურსიდან სასწავლებლად წავიდა უცხოეთში. ორი წელი სწავლობდა ბერლინში, შემდეგ პარიზში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1932) და იქვე არსებული კრიმინალისტიკის ინსტიტუტი. პარიზშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ შევიდა საფრანგეთის არმიაში. როგორც ფრანგული, გერმანული, რუსული ენების მცოდნე ჩარიცხეს უცხოელთა ლეგიონში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და საზრიანობისათვის სწრაფად დაწინაურდა, მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა სამხრეთ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის მოადგილედ. 1944 წელს აქტიურად ჩაება 1921 წელს საფრანგეთში გატანილი საქართველოს ეროვნული განძის უკან დაბრუნებისათვის დაწყებულ საქმიანობაში. 1948 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჯერ უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში მუშაობდა, შემდეგ თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას: ფრანგულად თარგმნა კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია", ფრანგულიდან ქართულად პ. მერიმეს "შარლ IX-ის მეფობის ქრონიკა", რ. როლანის "კოლა ბრუნიონი", "ბეთჰოვენის ცხოვრება და სხვ. საფრანგეთის წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე. ლიტერატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.570 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |