The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ლოლაძე

კონსტანტინე ლოლაძე
Date of birth:2 October, 1921
Date of death:1987  (at 65 years)
Category:Dancer, Educator, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1937 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში.

სტუდიის დამთავრებისთანავე ცეკვა განაგრძო ქალაქის ბავშვთა აქტივის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ წრეში. 1936 წელს ქართული ხელოვნების დეკადისათვის მზადებისას გამართულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში მიიწვეს. 1938 წელს ილიკო სუხიშვილმა მიიწვია ქართული ხალხური ცეკვის ახლადჩამოყალიბებულ ანსამბლში. 1944 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტის მსახიობად. მის მიერ შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია: ნურალი (ბ. ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), სატირი (შ. გუნოს "ვალპურგიის ღამე"), ინდუსის ცეკვა (დ. თორაძის "გორდა"), მთიულური ცეკვა (ს. ცინცაძის "ცისფერი მთის საუნჯე"), ნეაპოლიტანური ცეკვა (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა") და სხვა. მის მიერ დადგმულია ცეკვები: ვ. დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეში", ქ. კუიბიშევში და სვერდლოვსკში (1972). საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 1961-1964 წლებში იყო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ცეკვის მასწავლებელი. 1967-1969 წლებში - ამავე სასწავლებლის დირექტორის მოადგილე. 1979 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კადრების განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს პრაღის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი (1947), იყო უნგრეთის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1949).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.42; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988,.-გვ.222-223

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: