შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი როსება![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1918 წელს, ვ. მჭედლიშვილის მოსკოვის დრამატული სტუდია 1926 წელს. 1923 წელს შევიდა აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს გადავიდა ვახტანგ მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მოსკოვის ქართულ დრამატულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ყვარელში, ოზურგეთში, თელავში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. დაწერილი აქვს მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრებისათვის პიესები: "ორი ბიჭი", "ღორმუცელა ჭამია", "ზამთარი", "ცაცო", "ყაითარი" და სხვა. 1946-1947წწ. მუშაობდა ლაგოდეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მსახიობ ქეთევან ბოჭორიშვილის მეუღლე და დრამატურგ ლალი როსებას მამა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |