The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი როსება

ოფიციალური სახელი:გიორგი ბაღოღიშვილი
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1948  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1918 წელს, ვ. მჭედლიშვილის მოსკოვის დრამატული სტუდია 1926 წელს.

1923 წელს შევიდა აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს გადავიდა ვახტანგ მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მოსკოვის ქართულ დრამატულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ყვარელში, ოზურგეთში, თელავში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. დაწერილი აქვს მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრებისათვის პიესები: "ორი ბიჭი", "ღორმუცელა ჭამია", "ზამთარი", "ცაცო", "ყაითარი" და სხვა. 1946-1947წწ. მუშაობდა ლაგოდეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.24


გააზიარე: