Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი გოქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა დონეცკის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, შემდეგ სამხედრო საიჟინრო აკადემიის სამშენებლო ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1950წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში, სადაც მისი მონაწილეობით დაპროექტდა კულტსაყოფაცხოვრებო კომბინატი ქუთაისის ქარხანა "გორნიაკისათვის", 280-ადგილიანი სკოლა ამავე ქარხნისთვის, დასახლება 500 მცხოვრებზე, ასევე, ქარხანა "გორნიაკისთვის"; 1960-1973წწ. იყო შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საგზაო მშენებლობის სამმართველოს საპროექტო ორგანიზაციის უფროსი ოფიცერი; მისი ნამუშევრებია: ქართველ 4143-ე დივიზიონელთა ძეგლი (1960), წყალქვეშა ძალების შტაბი ქ. პორტ-საიდში (ეგვიპტე), სათადარიგო ბაზა საზღვაო ფლოტის ძალებისათვის კუნძულ ბალზე (ინდონეზია), დასასვენებელი სახლის კომპლექსი 150 ადგილზე სევასტოპოლში (1960-1962); 1962-1973წწ. სამხედრო საპროექტო ორგანიზაციაში მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სევასტოპოლის სამშენებლო ტექნიკუმში არქიტექტურის მასწავლებლად; იყო სევასტოპოლის ხელსაწყოთმშენებელი ინსტიტუტის სადიპლომო პროექტირების ხელმძრვანელი და კონსულტანტი; გამოცემული აქვს ცნობარი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის "ჩვენი სახლი", "არქიტექტურის განმარტებითი ლექსიკონი", მონაწილეა სსრკ არქიტექტორთა მერვე ყრილობის, მოსკოვი (1987წ.), არქიტექტორთა ბიენალესი, თბილისი (1988წ.); მისი ბიოგრაფია შეტანილია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.163 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |