შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მილორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1945) და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (ექსტერნად, 1943). სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის თეატრში მსახიობად (1942-1947), ქუთაისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში პედაგოგად (1947-1952); ზუგდიდის თეატრში დირექტორად და მსახიობად (1952-1955); ცეკავშირის რესპუბლიკური კლუბის დირექტორად (1956-1958), ს. ზაქარიაძის სახ. კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელის პედაგოგად (1961-1971); გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1972-1977), რუსთავის თეატრის დირექტორად (1977-1981); გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში (1984-1989); 1989 წლიდან იყო მსახიობის სახლის დირექტორი და შემდგომ უფროსი კონსულტანტი. ლ. მილორავამ სამწერლო-დრამატურგიული მოღვაწეობა 1956 წლიდან დაიწყო. მის მიერ დაწერილი პიესებიდან აღსანიშნავია: "კარპ-ჯიუტი" ("მოხუცის გული"), "მრუდე კიბე", "გაცოცხლებული მიწა", "მელა მახეში", "გაუქმებული ჯიხური", "საბედისწერო ხუმრობა" და სხვ. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 36; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.59 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |