The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ლოლაძე

Date of birth:5 May, 1923  (101 years)
Category:Public official, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ მეთოდ-კაბინეტში კულტ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდისტად(1950-1955), ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში თეატრალური განყოფილების გამგედ(1955-1960), კულტურის სამინისტროში უფროს ინსპექტორად(1960-1963), თოჯინების ქართული თეატრის დირექტორად(1963-1965), ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დირექტორ-განმკარგულებლად(1965-1967), რუსთავის თეატრის დირექტორად(1967-1969), მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის ირექტორად(1969-1980), მარჯანიშვილის თეატრის დირექტორად(1980-1983), მუსიკალური კომედიის თეატრში დირექტორად(1983-1985), კულტურის სამინისტროს "კულტპროექტის" მთავარ სპეციალისტად(1985-1986), გრიბოედოვის თეატრის დირექტორად(1986-1989). ავტორია ნაშრომებისა: "მესხის ცხოვრება და თეატრალური მოღვაწეობა", "ლეო ესაკია", "არჩილ გომიაშვილი", ვასილ პიპინაშვილი". ვ. ლოლაძეს ეკუთვნის მრავალი პიესის თარგმანი, ავტორია არაერთი საინტერესო რადიო თუ ტელგადაცემისა ქართული სცენის ოსტატებზე: გ. შავგულიძეზე, შ. ღამბაშიძეზე, გ. კუპრეიშვილზე და სხვ. თეატრმცოდნე

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.36

Bibliography


Share: