Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ გოქსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდრომშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. 1959-1969წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" ინჟინერ-მშენებლად; 1969-1979წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ჩერკეიჰესმშენის" კაშხლის სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, უბნის უფროსად და სამმართველოს უფროსად; 1976-1978წწ. მუშაობდა საიანო-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე; 1979-1982წწ. მივლინებული იყო ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხუაბინის ჰიდროკვანძის მშენებლობაზე სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1982-1986წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" რკინაბეტონის ქარხნის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1986-2000წწ. "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 2000-2003წწ. "ხადორჰესის" სათავე ნაგებობების მშენებლობის უფროსი; 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა მესტიის აეროპორტის მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.163-164 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |