The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩალეიშვილი ვლადიმერ

გოჩალეიშვილი ვლადიმერ
დაბადების თარიღი:1938  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ.

დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962 წელს განაწილებით მუშაობას იწყებს ქ. დონეცკში, საპროექტო ინსტიტუტ "გიპროგრადში"; 1964 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ გაერთიანება "საქკოლმშენის" ოჩამჩირის სამშენებლო ორგანიზაციაში წარმოების უფროსად, მთავარ ინჟინრად, შემდგომ კი თავმჯდომარედ (1974 წლამდე); 1974 წელს, ბზიფის ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, გადაყვანილ იქნა ამ კომბინატის სპეცდანიშნულების ობიექტების სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1977 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მიერ ახლად შექმნილი N7 სამშენებლო ტრესტის სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორად, რომელსაც 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.164

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: