Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩალეიშვილი ვლადიმერ![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ. დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წელს განაწილებით მუშაობას იწყებს ქ. დონეცკში, საპროექტო ინსტიტუტ "გიპროგრადში"; 1964 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ გაერთიანება "საქკოლმშენის" ოჩამჩირის სამშენებლო ორგანიზაციაში წარმოების უფროსად, მთავარ ინჟინრად, შემდგომ კი თავმჯდომარედ (1974 წლამდე); 1974 წელს, ბზიფის ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, გადაყვანილ იქნა ამ კომბინატის სპეცდანიშნულების ობიექტების სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1977 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მიერ ახლად შექმნილი N7 სამშენებლო ტრესტის სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორად, რომელსაც 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.164 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |