Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია ოქროპირიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ფაკულტეტი ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1950 წელს. 1954 წელს მუშაობდა თბილისის რძის კომბინატში დიეტური ცეხის ხელმძღვანელად; 1960-1962წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიის ინსტიტუტში (ამჟამად საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი) ნავთობის ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად; 1962-1984წწ. საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად; ჩართული იყო სამეცნიეო სამუშაოში, რომელიც შეისწავლიდა ახალი რაციონალური მეთოდების გამოყენებით რთული აღნაგობის ინდივიდუალური არომატულ ნახშირწყალბადების და მათი გოგირდწარმოებულების (ნაფტალინის, ფენანტრენის, ანტრაცენის, პენტაცენის, ალკილ-არილ, ადამანტინ წარმოებულების, ბენზთიოფენის, დიბენზთიოფენის, ბენზნაფტოთიოფენის და ანტრაბენზთიოფენის გოგირდნაერთების) სინთეზს. არის 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. იყო შრომის სოციალისტური შეჯიბრის გამარჯვებული. ინჟინერ - ტექნოლოგი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |