The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ოქროპირიძე

ვახტანგ ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1917
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1995  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1940 წელს.

1937-1940წწ. მუშაობდა  თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის ინჟინრად; 1940 წელს აჭარის ასსრ-ის ქობულეთის მანქანა-ტრაქტორების სადგურის მთავარ ინჟინრად; 1940-1941წწ. აფხაზეთის  ასსრ-ის ქობულეთის მანქანა-ტრაქტორების სადგურის მთავარ ინჟინრად; 1941 წელს თბილისის კიროვის სახ. ტრაქტორების ქარხნის საამქროს უფროსად; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში: 1941-1944წწ. ყირიმის ფრონტის ოცმეთაურის უფროსი, 1944-1945წწ. მეორე უკრაინის ფრონტის 86-ე დივიზიის ოცმეთაურის ხელმძღვანელი. 1945-1947წწ.  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის უფროსი ლაბორანტია; 1947-1952წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის ასისტენტი, 1952-1983წწ. ამავე ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის დოცენტი, 1983-1988წწ. მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგის მოადგილე, 1988-1995წწ. ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე, პროფესორი. სსრკ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის კვლევისათვის(1968). მონაწილეობას ღებულობდა საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში: 1977 წელს ვ. ოქროპირიძის სამეცნიერო ნაშრომი წარდგენილი იყო ტოკიოში "SIMAC" საერთაშორისო კონგრესზე, ხოლო 1979 წელს ვენის საერთაშორისო კონგრესზე. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, ექსპერტი, რეცენზეტი; ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, დაწერილი აქვს 4 სახელმძღვანელო, 9 პატენტი -  გამოგონებაზე შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის გამოკვლევის ახალი მეთოდიკა და ხელსაწყოები შესახებ.

სადოქტორო დისერტაცის თემა - "შიგაწვის  ძრავების სამუშაო პროცესის გამოკვლევის ახალი მეთოდიკა და ხელსაწყოები", დაიცვა 1948 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული (3 ორდენი)
  • სამამულო ომის ვეტერანი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: