Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ოქროპირიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1940 წელს. 1937-1940წწ. მუშაობდა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის ინჟინრად; 1940 წელს აჭარის ასსრ-ის ქობულეთის მანქანა-ტრაქტორების სადგურის მთავარ ინჟინრად; 1940-1941წწ. აფხაზეთის ასსრ-ის ქობულეთის მანქანა-ტრაქტორების სადგურის მთავარ ინჟინრად; 1941 წელს თბილისის კიროვის სახ. ტრაქტორების ქარხნის საამქროს უფროსად; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში: 1941-1944წწ. ყირიმის ფრონტის ოცმეთაურის უფროსი, 1944-1945წწ. მეორე უკრაინის ფრონტის 86-ე დივიზიის ოცმეთაურის ხელმძღვანელი. 1945-1947წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის უფროსი ლაბორანტია; 1947-1952წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის ასისტენტი, 1952-1983წწ. ამავე ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის დოცენტი, 1983-1988წწ. მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგის მოადგილე, 1988-1995წწ. ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე, პროფესორი. სსრკ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის კვლევისათვის(1968). მონაწილეობას ღებულობდა საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში: 1977 წელს ვ. ოქროპირიძის სამეცნიერო ნაშრომი წარდგენილი იყო ტოკიოში "SIMAC" საერთაშორისო კონგრესზე, ხოლო 1979 წელს ვენის საერთაშორისო კონგრესზე. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, ექსპერტი, რეცენზეტი; ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, დაწერილი აქვს 4 სახელმძღვანელო, 9 პატენტი - გამოგონებაზე შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის გამოკვლევის ახალი მეთოდიკა და ხელსაწყოები შესახებ. სადოქტორო დისერტაცის თემა - "შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის გამოკვლევის ახალი მეთოდიკა და ხელსაწყოები", დაიცვა 1948 წელს. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |