Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზავეტა შავიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ოზურგეთის გიმნაზია 1920 წელს. მოწაფეობის პერიოდში მონაწილეობდა ბათუმის საბავშვო და ოზურგეთის თეატრის წარმოდგენებში. 1922-1935 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნელი (ჯ. სინგის "გმირი"), ავთანდილი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ალინა (ჰეზენკლევერის "საქმის კაცი"), პასკუალია (ლოპე დე ვეგას"ცხვრის წყარო"), ავდოტია (ნ. ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პისტოლი (უ. შექსპირის "ვინძორის ცელქი ქალები"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მისის ო კელი (ვენეციანოვის "ჯუმა-მაშიდი"), აგალია(ხოზიკას "ხოჭოების დოღი") და სხვ. 1935 წლის 21 ოქტომბერს ს. ახმეტელის მომხრე მსახიობებთან ერთად თეატრიდან გაანთავისუფლეს, ხოლო 1936 წელს დააპატიმრეს, გარდაიცვალა გადასახლებაში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |