The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ხარჩილავა

ვახტანგ ხარჩილავა
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1948
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 2022  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალ "ცისკარში", გამომცემლობა "მერანში", იყო ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი, "საერთო გაზეთი"-ს მთავარი რედაქტორი. მრავალი პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენზე. არის სხვადასხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეტი. 2008 წელს გამოიცა მისი ლექსებისა და წერილების ორტომეული. 1966 წლიდან აქვეყნებს ლექსებს, თარგმანებს, კრიტიკულ წერილებს. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები "ალტერნატივა" (1979), "ხმები" (1984), "ზღურბლი" (1985) და სხვა. "საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.440; პოეზიარი - ავტორთა წარმოჩენა: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის პრემია (საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია)
    ჩემი ცისფერი დედა : ლექსები / ვახტანგ ხარჩილაძე.-თბილისი : ნაკადული, 1990. - 89გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: