The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრამ რუბინი

დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1989  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბრესტ-ლიტოვსკი.

დაამთავრა ხარკოვის თეატრალურ სკოლა (1921) და მოსკოვის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი სარეჟისორო სახელოსნო (1925). 

მუშაობდა რეჟისორად: რიბინსკის პროლეტკულტის (1925-1926), ვიატკის (1927-1928) და დნეპროპეტროვსკის რუსულ (1928-1931) თეატრებში, ეწეოდა ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხელმძღვანელობდა მხატვრულ თვითმოქმედებას, გარკვეულ პერიოდში სათავეში ედგა მოზარდ-მაყურებელთა თეატრს, ხოლო 1934-1938 წლებში მ. გორკის სახ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ის იყო  მოსკოვის პროლეტკულტის (1932-1934), მოსკოვის ოლქის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი (1934-1935), თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის (1938) რეჟისიორი. პარალელურად ლექციებს კითხულობდა თეტრალურ ინსტიტუტში. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მ. გორკის "მტრები", კ. ფინის "სისულელე", კორნრიჩუკის "პალატონ კრეჩეტი", ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისგან", ა. ოსტროვკის "მგლები და ცხვრები", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი", კ. ვოლფის "პროფესორი მამალოკი", ვს. როკის "ინჟინერი სერგეევი", კ. სიმონოვის "რუსი ხალხი", გ. აბაშიძის "მოგზაურობა სამ დროში" და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: