| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ხატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1947 წელს. 1947 წელს მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1972 წლიდან იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და დაკონსერვების ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1973 წლიდან დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. მისი შრომები ძირითადად ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ქიმიურ-ტექნოლოგიურ საკითხებს, ხილისა და ბოსტნეულის შენახვისა და დაკონსერვების პროგრესულ მეთოდებს. ავტორია უმაღლესი სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია მედლებით. ქართველი მეცნიერი კვების ტექნოლოგიის დარგში. ტექნიკურ ნეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი(1971). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.442 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

