Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ციმაკურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქალთა I გიმნაზია 1904 წელს; სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში 1918-1919 წლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუბალაშვილის და ავჭალის აუდიტორიასთან მოქმედ დრამწრეში, აგრეთვე ნაძალადევის მუშათა თეატრში (1909-1917), ბათუმის (1917), ქუთაისის (1917-1918, 1924-1926, 1929-1930), რუსთაველის (1921-1923), ბორჯომის დრამწრეში რეჟისორად და მსახიობად (1923-1924), თბილისის წითელ (1927-1928), სოხუმის (1928-1929), ფოთის (1931-1932), ბაქოს ქართულ (1932-1933), თელავის (1923-1934), მუსკომედიის (1936-1964)თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბარონესა შტრინგერი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ფოფოდია(შ. დადიანის "გუშინდელნი"), ისახარი, მაიკო და რუქაია(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), მამიდა, ტიგრანა(რ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", "შეშლილნი"), ჯადო ქალი(შ. შარაშიძის "ავგაროზი"), ხანუმა, კატინა და ლიზა(ავქ. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ედვიგა(ჰაუპტმანის "ჰანელე") და სხვ. ე. ციმაკურიძე ხშირად დგამდა წარმოდგენებს კლუბებში: განხორციელებული აქვს სხვადასხვა ჟანრის პიესები, მათ შორის აღსანიშნავია: შიუკაშვილის "სულელი", "სიმახინჯე", "ციცინათელა", ი. გედევანიშვილის "გამცემი", ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", "შეშლილნი" და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.45 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |