შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ხაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა წაღვერი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1932 წელს. 1938-1939 წლებში იყო თბილისში სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი. 1939-1941 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კომუნალური ჰიგიენის კათედრის გამგე. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა კომუნალური ჰიგიენის განყოფილებას. იგი ძირითადად შეისწავლიდა საქართველოს მდებარეობისა და შავი ზღვის სანაპიროების გაბინძურების, ღია წყალსატევეების თვითგაწმენდის საკითხებს, საქართველოს ნიადაგქვეშა რესურსების სანიტარულ მდგომარეობას და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1965). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.446 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |