The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გეგენავა

გრიგოლ გეგენავა
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2003  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1963-1974წწ. იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე  სამეცნიერო ნაწილში, 1974-1977წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და პროპაგანდის მთავარი სამმართველოს უფროსი, 1977-1983წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (აგრარული უნივერსიტეტი) პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 1984-1991წწ. საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილების (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1991 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კათედრის პროფესორი. გრიგოლ გეგენავა იკვლევდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიურ საშუალებებს, მათი გამოყენების პირობებსა და რეგლამენტს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაჯილდოებულია "სამამულო ომის II ხარისხის", "წითელი ეარსკელავის", "საპატიო ნიშნის", "შრომის წითელი დროშის" ორდენებით და მედლებით: "საბრძოლო დამსახურებისათვის", "კავკასიის დაცვისათეის", "ბულგარეთის განთავისუფლებისათვის", "ბუდაპეშტის აღებისათვის". ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის მედლით "მეგობრობა". არის 122 ნაშრომისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი. II მსოფლიო ომის მონაწილე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1971). აგროტოქსიკოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.571; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.353;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 24-25

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: