შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გეგეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1985-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე 1986 წლიდან. დავით გეგეშიძის შრომები ეხება თანამედროვეობასთან რელიგიური ურთიერთობის პრობლემებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, რელიგიური რწმენისა და მეცნიერული ცოდნის ურთიერთობის საკითხებს, რელიგიური სექტანტობის გენეზისს. მისი მონაწილეობით შედგენილია მეცნიერული ათეიზმის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.571; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |