შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ იშხნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1910-1917წწ. სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში. 1918-1919წწ. დებმა იშხნელებმა ჩამოაყალიბეს თვითმოქმედი ანსამბლი და კონცერტებით გამოდიოდნენ ქუთაისში. 1930 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა თბილისში. 1940 წელს დებთან ერთად მღეროდა საქართველოს რადიოკომიტეტის ანსამბლში. იმავე წელს დები იშხნელების კვარტეტი მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ანსამბლს, გამოდიოდა სოლო კონცერტებითაც. მღეროდა როგორც ქართულ ასევე რუსულ რომანსებს, იგი რამოდენიმე სიმღერის ავტორიცაა. დიდია დები იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის პროპაგანდისა და დახვეწის საქმეში; ეს კვარტეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იშხნელების რეპერტუარიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "ციცინათელა" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური) "ყაყაჩო აყვავებულა" (ტექსტი და მელოდია ხალხური), "სულიკო" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა. ვ. წერეთლის), "ტურფავ,ტურფავ" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური), "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ივ. კერესელიძის), "ისევ შენ და ისევ შენ" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ა. ყარაშვილის), "სანთელივით ჩავქრები" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური), "არც ჰოს ამბობ, არც არას" (ტექსტი ი. გრიშაშვილის, მუსიკა იშხნელების), "მეტეხის თავზე" (ტექსტი გ. ლეონიძის, მუსიკა იშხნელების), "რა დამავიწყებს" (ტექსტი ლ. ასათიანის, მუსიკა ხალხური), "ბულბული (ტექსტი ალ. ჭავჭავაძის, მუსიკა ო. დიხამინჯიასი), "ორთავ თვალის სინათლევ" (ტექსტი და მუსიკა ხალხური) და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.25; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ. 435; ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბ.,2019.-345-351; ჟურნალი Copyright-ი : პირველი ჟურნალი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში: gca.ge (გვ. 26-37); ა. ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი : folk.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |