The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზინაიდა გეგეშიძე

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1985  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1931 წელს.

1931-1935წწ. პედაგოგად მუშაობდა საშუალო სკოლებში. 1935 წლიდან იყო საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. იკვლევდა საქართველოს და ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების და რევოლუციური მოძრაობის ისტორიას, არალეგალური ბოლშევიკური სტამბებისა და პროფესიონალ რევოლუციონერთა ცხოვრების საკითხებს. მას ეკუთვნის ნაშრომები "საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციების არალეგალური სტამბები 1900-1920" (1965), "მარქსიზმის გავრცელება საქართველოში" (1986, თანაავტორი), "გიორგი თელია" (1951), "ლადო კეცხოველი" (1956 და 1977), "მიხეილ ბოჭორიძე" (1957) და სხვ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.571

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: