The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა გეგეჭკორი

ლამარა გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1931
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1995  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1956 წელს.

1967 წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა უცხოურ ენებზე ზეპირმეტყველების ლაბორატორია, რომელიც 1982 წელს გადაკეთდა უცხოური  ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკურ ცენტრად. 1988 წლიდან ლამარა გეგეჭკორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრის გამგე. მას დამუშავებული აქვს უცხოური ენების ინტენსიური სწავლების  ახალი მეთოდური სისტემა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა ჰ. ფოგტის "ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა" (1975). პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1980).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.573

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - ფ. შოპენის სახელობის პიანისტთა კონკურსი, ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: